რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პარტნიორი ქალი, რომელსაც მასთან რომანტიული ურთიერთობა აკავშირებს, ევროკავშირის სანქციების მეექვსე შემოთავაზებულ პაკეტში მოხვდა – ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN – ი ორ ევროპული დიპლომატიური წყაროზე დაყრდნობით წერს.
ამ ეტაპზე სახელები შეიძლება მოიხსნას ან დაემატოს წევრი სახელმწიფოების შეხედულებისამებრ, თქვა ევროკომისიის წყარომ.
ტელეკომპანია წერს, რომ ევროკავშირს ოფიციალურად არ მოუწერია ხელი წინადადების პროექტზე, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლია დღესვე, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ბრიუსელში.
„მოლაპარაკებები მიდის, უნდა დაველოდოთ და ვნახოთ“, – ამბობს ერთ-ერთი დიპლომატიური წყარო CNN-თან.
კაბაევა პირველად პუტინს ათ წელზე მეტი ხნის წინ დაუკავშირეს, როდესაც ის მედლების მფლობელი ტანმოვარჯიშე იყო. პუტინმა კი, მასთან ურთიერთობა უარყო.
აპრილში Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ოფიციალური პირები მსჯელობდნენ, დაეწესებინათ თუ არა სანქციები კაბაევას მიმართ, იმის გამო, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა დაძაბულობა კიდევ უფრო გაამძაფროს, რადგან ეს შეიძლება ჩაითვალოს უკიდურეს პირად დარტყმად პუტინისთვის.
ცნობისთვის, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილე , ასევე იმ პირებს შორისაა, რომლებიც შედიან ევროკავშირის სანქციების მეექვსე რაუნდში, იტყობინება ორი წყარო, რომლებმაც ნახეს სრული დოკუმენტები.
ავტორი