გუშინ, გვიან ღამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ავტოვარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
სოფელ დვაბზუში ავარიის დეტალებზე ნაკლებად საუბრობენ. გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.
“ხუთი შვილის მამა არის. არაჩვეულებრივი ადამიანი და ჩვენი სოფლის გულშემატკივარი იყო. ზუსტი მიზეზები, არ ვიცით. მანქანის საჭეს თვითონ მართავდა და მარტო მოძრაობდა სოფლის გზაზე“, _ გვითხრეს სოფელ დვაბზუში.
“გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი