ჩინური მასმედიის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ კომპანიამ „Xiaomi“ ხვრინვის საწინააღმდეგო საწოლი გამოუშვა.
საწოლი აღჭურვილია მართვის ინტელექტუალური სისტემითა და ელექტრო სადენით. ძილის დროს გარეშე ხმების აღმოჩენისთანავე, საწოლის ზურგი 15 გრადუსით იწევა, რათა ჟანგბადის მისაწოდებლად სასუნთქი გზები გაიხსნას.
ხვრინვის საწინააღმდეგო საწოლი ამჟამად 968 დოლარი ღირს, თუმცა, რაც ფართო გაყიდვაში ჩაეშვება, მისი ფასი 1119 დოლარი გახდება.
ავტორი