კიტრი 95% წყალს შეიცავს. ცხიმებს, ცილებს და ნახშირწყლებს კი არ შეიცავს.
ეს არის პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ განუსაზღვრელი რაოდენობით, წონაში მომატების შანსი კი ნულია. გარდა ამისა, კიტრი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აჩქარებენ ცხიმების წვას.
1 ვარიანტი:
მიირთვით 200 გრ. კიტრი დღეში სამჯერ. მისგან შეგიძლიათ გააკეთოთ სალათები, ოღონდ არ შეაზავოთ მაიონეზით ან არაჟანით. მოსასხმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ უცხიმო კეფირი ან იოგურტი.
2 ვარიანტი:
ჭამის წინ შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა კიტრის წვენი.
კიტრის დიეტა დაგეხმარებათ წონაში დაიკლოთ აუჩქარებლად, რადგან ცნობილია, რომ სწრაფი კლება საზიანოა ორგანიზმისთვის და შედეგად შეიძლება ორმაგი წონა მიიღოთ.
მიირთვით კიტრი და კვირაში ერთ კილოგრამს დაიკლებთ, ამასთანავე მოიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლას.
კიტრი შეიცავს: A, C, B ჯგუფის და PP ვიტამინებს, ორგანულ მჟავეებს, იოდს, კალიუმს და ფერმენტებს.
ავტორი