რუსმა ოკუპანტებმა სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით ოდესის რეგიონში 4 საკრუიზო ფრთოსანი რაკეტა ისროლეს, – ამის შესახებ უკრაინის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა. მათი თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.
„ოდესის რეგიონს სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით, 4 საკრუიზო რაკეტა შეუტია. მტერი აგრძელებს რეგიონის ინფრასტრუქტურის არა მხოლოდ ფიზიკურ განადგურებას, არამედ მშვიდობიან მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. უკრაინელი ერი დაუმარცხებელია: მსხვერპლი არ არის, ჩვენ ავაშენებთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სარდლობამ მოუწოდა მოქალაქეებს დაიცვან უსაფრთხოების სტანდარტები, არ უგულებელყოთ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება, არ ჩავარდნენ პანიკაში და არ ჩაერიონ შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ძალებს დავალებების შესრულებაში.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს რუსეთის პოზიციებზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზმენის კუნძულზე ოდესის სანაპიროსთან.
სამშაბათს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაარტყეს ორ რუსულ სამხედრო პოზიციას ბაირაქტარის უპილოტო საფრენი აპარატით.
მავდროულად, გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამამ მოითხოვა ოდესის პორტების გახსნა, რათა ხელი შეუწყოს გლობალური შიმშილის კრიზისის შეკავებას.
ავტორი