მესტიაში, სოფელ ხაიშთან , 2 დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ტყიდან მომავალი სატვირთო ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. გელა ჭკადუა ადგილზე დაიღუპა. რამდენიმე საათში კი ჭკადუას მამაც გარდაიცვალა.
„ხედავ, გელა, ახლა აღარ შეგეშინდება, მამაც გამოგყვა”, – წერს ოჯახის ახლობელი. „ეს რა გვიქენი, ბიჭოო. ძმასავით მყავდი, გელა. ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი. როგორ მომიკალი გული”, ,,ისე წახვედი ჩაუხუტებლად, ვაი, შენს დედას, ვაი, მამიდა, ეს რას მოესწარი, რა შვილის ჩაბარება გიწევს მიწისთვის”, ,,სად ეტევა ამდენი ცოდვა. სიტყვები არ მაქვს, არა, არა”, ,,გელა, შენი ფისო როგორ მიატოვე, რა მოწყენილი და დარდიანი ყოფილხარ ბოლო დროს .. გული გიგრძნობდა რამეს, ვიზიარებ შენი ოჯახის მწუხარებას. “, – წერენ ჭკადუების ახლობლები სოციალურ ქსელში.