უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 8 მაისს ოდესის ოლქის თავზე მტრის რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გაანადგურეს.
Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Telegram-ზე ოდესის სახელმწიფო სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სერხი ბრაჩუკმა განაცხადა.
“ოდესა. დღეს შუადღისას განადგურდა რუსული საკრუიზო რაკეტა და დრონი Forpost. მადლობას ვუხდით ჩვენს საჰაერო თავდაცვის ძალებს!” – თქვა ბრაჩუკმა.
7-8 მაისის ღამეს რუსებმა რვა რაკეტა გაუშვეს ოდესის რაიონში, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა, დანარჩენები კი ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს და ადგილობრივი მოსახლეობა დაშავდა.