უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ევროკავშირს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს. – ამის შესახებ მან twitter – ზე დაწერა.
მის თქმით, ევროპაში ნავთობისა და გაზის გაყიდვით რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში აგროვებს რეზერვებს, რომლითაც ახლა ომს აფინანსებს, შესაბამისად, ამ იდების განხორციელების გადადება შეუძლებელია.
,,დანგრეული ინფრასტრუქტურა და ქალაქები – ვიღაცამ უნდა გადაიხადოს. მასობრივი მკვლელობების დასაფინანსებლად რუსეთი აგროვებდა რეზერვებს ევროპისთვის ნედლეულის მიყიდვით.
ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების, ჩევენს სასარგებლოდ ჩამორთმევის წინადადება არის სამართლიანობის აღდგენის საშუალება.“ – წერს პოდოლიაკი.
მისი თქმით, მსგავსი ინიციატივა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გააჟღერა.
ავტორი