შემოქმედის ეპარქია სოციალურ ქსელში კრების ოქმს აქვეყნებს. კრების ოქმიდან ცნობილი ხდება, რომ მამა ვახტანგს (თოხაძეს) შეჩერებული მღვდელმსახურება აღუდგინეს.
კრებაზე დასმულ იქნა განსახილველი საკითხები, რომლებზეც იმსჯელა კრებამ და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
1.მამა ვახტანგ თოხაძის მიერ ალტ-ინფოს ოფისის კურთხევის გამო მღვდლობის შეჩერების საკითხი – მეუფემ აღნიშნა, რომ ალტ-ინფო ფინანსდება რუსეთის მიერ და რომ ისინი სენსიტიური თემებით (მაგ. ჰომოსექსუალობა, ფსევდოპატრიოტული და ეროვნული მოწოდებებით) ზემოქმედებენ ჩვენს საზოგადოებაზე.
მეუფე იოსები: მე მინდა მამა ვახტანგიმ დაიბრუნოს მღვდელმოქმედების უფლება, ეს კი მის სინანულზეა დამოკიდებული.
მამა ანდრია კბილაშვილმა აღნიშნა, რომ სასულიერო პირები ლოცულობენ მშვიდობისთვის, რომ მათთვის მთავარი არის ღმერთი, ხოლო განსჯა ღმერთს უნდა მივანდოთო.
მამა მარკოზ გურგენიძემ აღნიშნა, რომ ზოგადად სასულიერო პირი უნდა ეცადოს არ ჩაერიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და დასძინა, რომ უმჯობესი იქნებოდა მოგვესმინა თავად მამა ვახტანგისთვის.
მამა ვახტანგ თოხაძემ პირველ რიგში აღდგომა მიულოცა ყველას. ბრალდებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ყველა ადამიანს აქვს თავ-თავიანთი შეხედულება და აქვე ითხოვა შენდობა ალტიმფოსთან ურთიერთობის გამო,ყველას მიმართ, ვინც მის გამო განკითხვაში ჩავარდა ან დაბრკოლდა.
მამა ვახტანგ თოხაძეს დაუბრუნდა მღვდელმოქმედება. მეუფე იოსებმა აკურთხა და დალოცა მამა ვახტანგი.
აქვე დასძინა,რომ არცეთ სასულიერო პირს არ ააქვს უფლება ეპისკოპოსის ლოცვაკურთხევის გარეშე რაიმე მოიმოქმედოს,ასევე გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, აკურთხოს პარტიული ოფისები და სხვა.
აგრეთვე 2 სასულიერო პირს მიეცა გაფრთხილება, სოციალურ ქსელში გაკეთებული პოლიტიკური კომენტარების გამო.
2.კრებამ მეორე საკითხად განიხილა ღამისთევის ტიპიკონური მსახურების წესი და დაადგინა, რომ თუ სადმე ხდება ისე, რომ საღამოს ლოცვა ტარდება 16:00 სთ-ზე და შემდგომ წირვა 00:00 სთ-ზე, ეს არასწორია და უნდა შეიცვალოს გამონაკლისი შემთხვევების გარდა.
აქვე აღინიშნა, რომ პირველშეწირულის წირვა ტარდება მაშინ, როდესაც მრევლი საზიარებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლობას არ წარმოადგენს პირველშეწირული წირვის ჩატარება.
3.შემდეგი საკითხი შეეხო კონდაკის მიხედვით მსახურების წესს – ლოცვა, ცისკარი , წირვა. მსჯელობის შემდგომ დადგინდა, რომ მართალია ცისკარი უნდა ჩატარდეს დილით, თუმცა ვისაც როგორი პრაქტიკა აქვს დანერგილი, ამ ეტაპზე იმას შეუძლია მიჰყვეს, სანამ სინოდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
4.წესის აგების საკითხი – ამჟამად წესის აგება ხდება ყველა მონათლულ ადამიანზე, რომელთაგან, შესაძლოა, ზოგი ათეისტია, ღვთის მგმობელია, ნათლობის შემდეგ ეკლესიაში არ ყოფილა და სხვა.აღნიშნული, კრების აზრით, არასწორია, მათი წესის აგება,ვინაიდან სახარებაში წერია: (ვინც არ აღიაროს თავისი ცოდვები არ შეინანოს,არ ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა)ბრძანებს მაცხოვარი იესო ქრისტე.
რაც შეეხება წესის აგებას მოუნათლავებსა და თვითმკვლელებზე, კიდევ ერთხელ განიმარტა, რომ ეს დაუშვებელია.
ავტორი