ზუგდიდში, გუბერბიის წინ, ექიმების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა _ ისინი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერი წარწერით _ “გადავარჩინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი”;
“საბოლოოდ უნდა დავამტკიცოთ, რომ არ ვართ ცხვრის ფარა და გამოვიდეთ ქუჩაში არა მხოლოდ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, არამედ ჩვენი მომავლის გადასარჩენად. მინდა მივმართო ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არ ეხება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რადგან სააკაშვილის სიკვდილი დაასამარებს ჩვენს მომავალს. ერთხელ ჩვენ დავუშვით დიდი შეცდომა 30 წლის წინ, არ შეიძლება მეორედ ამ შეცდომის გამეორება”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მალხაზ ჯალარონიამ. ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტზ, მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ,რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ავტორი