ცოტა ხნის წინ ტაივანელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „შოპინგს“ ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს, – იგი ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
„შოპინგი“ მოწყენილობისგან განკურნების საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს თავისუფლად შეგიძლიათ მოუხმოთ მეგობარს და მასთან ერთად წახვიდეთ რომელიმე სავაჭრო ცენტრში, რაც გაგახალისებთ და ბუნება-განწყობილებას რადიკალურად გამოგიკეთებთ.
„შოპინგი“ ფსიქოთერაპიის ტოლფასია და უფრო მეტიც, ამ დროს გიწევთ ეკონომიის გაკეთება, ვინაიდან ფსიქიატრთან კურსებზე გაცილებით იაფი გიჯდებათ ერთი სასურველი კაბა და თან შეძენილი ახალი ნივთი უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ, რაც ასევე დადებითად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე.
თუ ყოველდღე მოახერხებთ „შოპინგზე“ სიარულს, დეპრესია სამუდამოდ გაგიქრებათ, ვინაიდან მუდმივი კომპლიმენტი, რომელიც გამოწვეულია თქვენი ახალი სამოსით თუ აქსესუარით, ერთგვარი დოპინგია ფსიქიური ჯანმრთელობის გარანტიის.
ფსიქოლოგები ასევე განმარტავენ, რომ მეტად სასარგებლოა სპონტანური და არაპროგნოზირებადი „შოპინგი“. რაოდენ საოცრადაც არ უნდა ვლინდებოდეს ეს ფაქტი, ფაქტია, რომ მეტ ემოციებთან ასოცირდება ასეთი „შოპინგი“ და უფრო დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოლოგიაზე.
„შოპინგი“ მამაკაცებისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ქალებისთვის! ტაივანელი ექსპერტების ცდების შედეგად დამტკიცდა, რომ „შოპინგის“ მოყვარული მამაკაცების სიკვდილიანობა ჩვეულებრივ მამაკაცებთან შედარებით 28%-ით ნაკლებია, ხოლო იგივე ფარდობითობით ქალის შემთხვევაში კი 23%-ით ნაკლები.
ავტორი