BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს, როგორ შეიძლება მოხდეს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
LBC რადიოს კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის დაბრუნება მსოფლიო ასპარეზზე, თუ ის ომისთვის მოინანიებდა, ჯონსონმა უპასუხა: „მონანიება ახლა ძალიან რთული იქნება ვლადიმირ პუტინისთვის. არაფერია შეუძლებელი, ვფიქრობ. მაგრამ მე უბრალოდ ვერ ვხედავ, თუ როგორ შეგვიძლია ახლა პუტინთან ურთიერთობების ნორმალიზაცია.”