შავ ზღვაში მყოფ რუსულ გემს “Всеволод Бобров”-ს უკრაინული რაკეტა ,,ნეპტუნი“ კუნძულ ,,ზმეინის“ მახლობლად მოხვდა – ამის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე ჟურნალისტი სერგეი ვისოცკი თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
,,ჩემმა წყაროებმა ახლახან დამიდასტურეს, რომ ჩვენმა ნეპტუნმა ღამით კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურა”, – წერს ჟურნალისტი.
ჟურნალისტის თქმით, რუსულ გემს კუნძულ ზმეინის გასამაგრებლად ჰაერსაწინააღმდეგო კომლექსები, შეიარაღება, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადაჰქონდა.
ვისოცკი, წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია გემის/ ელბრუსის ან ვსევოლოდ ბობროვის განადგურებაზე, ვინაიდან რუსეთს ამ ტიპის მხოლოდ ორი ხომალდი ჰყავს.
BlackSeaNews-ის მთავარი რედაქტორი ანდრეი კლიმენკო განმარტავს, რომ გემს რაკეტის დარტყმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა. გემი “ვსევოლოდ ბობროვი” (Всеволод Бобров) შედიოდა შავი ზღვის ფლოტში.
აღნიშნული ინფორმაცია, ოდესის რეგიონალურმა სამხედრო ადმინისტრაციამ დაადასტურა.
OVA-ს სპიკერმა სერხი ბრაჩუკმა განაცხადა, რომ გემი სევასტიპოლთან იწვის.
ავტორი