BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული ძალები „მნიშვნელოვან ძალისხმევას“ ახორციელებენ ქალაქების იზიუმსა და სევეროდონეცკის ირგვლივ, რათა შეაღწიონ უკრაინის აღმოსავლეთ სლოვიანკსა და კრამატორსკის რეგიონებს.
დაზვერვის ყოველდღიურ განახლებაში, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი მიზნად ისახავს უკრაინული ჯარების შემოყვანას გაერთიანებული ძალების საოპერაციო ზონაში – სეპარატისტების მიერ კონტროლირებად დონეცკისა და ლუგანსკის კონტაქტის აღმოსავლეთ ხაზში.
მისი თქმით, უკრაინულმა ძალებმა აღკვეთეს დონბასში მდინარის გადაკვეთის მცდელობა.
მდინარის ასეთი გადაკვეთა სადავო გარემოში იყო „უაღრესად სარისკო მანევრი“, რომელიც „მეტყველებს ზეწოლაზე, რომელსაც რუსი მეთაურები ახორციელებენ“ აღმოსავლეთ უკრაინაში პროგრესის მისაღწევად, _ განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
მან დასძინა, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას.