დედოფალი ელისაბედ მეორე სამეფო უინდსორის ცხენების შოუზე გამოჩნდა.
როგორც BBC იუწყება, 96 წლის დედოფალი შოუს მოედანზე Range Rover-ით მიიყვანეს.
ცნობისთვის, 1963 წლის შემდეგ პირველად, სამშაბათს დედოფალმა გამოტოვა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა.
ის ბოლოს საზოგადოებაში მარტში ნახეს, როდესაც ვესტმინსტერის სააბატოში ედინბურგის ჰერცოგის ხსოვნისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.