ukrinform-ის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რუსები მოპოვებული პოზიციის შესანარჩუნებლად ზაპოროჟიეს მიმართულებით მრავალსაფეხურიან თავდაცვის ხაზს აშენებენ.
შტაბის ინფორმაციით, დამპყრობლების მთავარი მიზანი რჩება სრული კონტროლის დამყარება დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის რეგიონების ტერიტორიაზე და სახმელეთო დერეფნის სტაბილურობის უზრუნველყოფა დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.