დასავლეთმა გამოუცხადა “ტოტალური ჰიბრიდული ომი” რუსეთს, მიმართა ღია “ძარცვას” და “სახელმწიფო მეკობრეობას”,_ ამის შესახენ RT-ს ინფორმაციით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
”პოლიტკორექტულობა, წესიერება, წესები და სამართლებრივი ნორმები უბრალოდ უგულვებელყოფილია, გაუქმების კულტურა ვრცელდება ყველაფერ რუსულზე, დაშვებულია ნებისმიერი მტრული ქმედება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მათ შორის აშკარა ძარცვა”, – თქვა ლავროვმა საგარეო საქმეთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„კოლექტიური დასავლეთის“ მიერ მოსკოვის წინააღმდეგ გადადგმულმა მტრულმა ნაბიჯებმა ბოლო კვირებში მთლიანად შეარყია მისი, როგორც „პროგნოზირებადი პარტნიორის“ რეპუტაცია,_ განაგრძო დიპლომატმა და აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები მხოლოდ აახლოებს ჭეშმარიტად მულტიპოლარული სამყაროს წარმოქმნას.
„არა მხოლოდ რუსეთი, არამედ მრავალი სხვა ამცირებენ დამოკიდებულებას აშშ დოლარზე, დასავლურ ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე“, აღარ გრძნობენ თავს დაცულად დასავლური „სახელმწიფო მეკობრეობისგან“, _ განაცხადა ლავროვმა.