ოზურგეთში ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 21728 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 21603 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
როგორც ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 29 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 11, ბინაზე კი 18 პაციენტი მკურნალობს. თვითიზოლაციაში რჩება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 13 პირი.