რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესი კიევმა “დე ფაქტო შეაჩერა”, – ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
როგორც rt იუწყება, პუტინმა აღნიშნული განცხადება თავის ფინელ კოლეგასთან, საული ნიინისტოსთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
„კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა გააზიარა თავისი შეფასება რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პროცესის მდგომარეობის შესახებ, რომელიც დე ფაქტო შეჩერდა კიევის მიერ, რომელიც არ გამოავლენდა ინტერესს სერიოზული და შინაარსიანი დიალოგის მიმართ“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
სატელეფონო საუბარი ეხებოდა ფინეთის სწრაფვას ნატოში გაწევრიანებისკენ, რომელიც კვლავ გააქტიურდა უკრაინის კრიზისის ფონზე. ფინეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ნიინისტომ პუტინს განუცხადა, რომ მისი ქვეყანა რამდენიმე დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ.