რუსეთი ათობით ქვეყანას სასურსათო ბაზარზე ფასების ზრდისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მსოფლიოს ქვეყნების სულ უფრო დიდი რაოდენობა აცნობიერებს, რომ ჩვენთვის შავი ზღვის დაბლოკვით და ამ ომის გაგრძელებით, რუსეთი ათობით სხვა ქვეყანას სასურსათო ბაზარზე ფასების ზრდისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს”,_ განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ნიშნავს მუშაობას გლობალური შიმშილის თავიდან ასაცილებლად.