ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო – აღნიშნული ჯილდოები თერჯოლაში 15 წლამდელთა შორის ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირზე ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით,
ჩემპიონის ტიტული და ოქრო ნიკოლოზ კუტუბიძემ ( 38 კგ) და რეზი გუჯაბიძემ ( 47კგ) მოიპოვეს.
შინ ვერცხლი და მეორე საპრიზო ადგილი გიორგი მათითაშვილმა ( 32კგ) წამოიღო, ხოლო ბრინჯაოს, მათე ჩაფიძაძე ( 32 კგ) და გიორგი გორდელაძე (38კგ) დასჯერდნენ.