რუსული ჯარები აგრძელებენ მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნის ბუნკერებიდან გასასვლელების დაკავების ან დაბლოკვის მცდელობებს. ინფორმაცია უკრაინელი მცველების შესახებ, რომ “თეთრი დროშებით გამოვიდნენ” სიმართლეს არ შეესაბამება.
შესაბამისი განცხადება მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე გააკეთა.
„რუსები აგრძელებენ ბუნკერებიდან გასასვლელების დაკავების ან დაბლოკვის მცდელობებს. სახმელეთო ოპერაციების უმეტესობა მათ მიერ ხორციელდება ქარხნის ტერიტორიაზე. გლობალური წინსვლა არ არის და, შესაბამისად, დაბომბვის სიმჭიდროვე იზრდება“, – წერს ანდრიუშჩენკო.
მისი თქმით, ინფორმაცია უკრაინელი მცველების შესახებ, რომლებიც „თეთრი დროშებით გამოვიდნენ“ რუსული მხარის მორიგი სიყალბეა.