სროლის ხმა ისმოდა დღეს დილით სუმში, სადაც ოკუპანტებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გარღვევა სცადეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრო ჟივიცკი ავრცელებს.
“დღეს, დაახლოებით დილის 7 საათზე სუმის ოლქში სახელმწიფო საზღვრის გარღვევის მცდელობა იყო. მტერმა ცეცხლი გახსნა შოსტკინსკის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიაზე ნაღმტყორცნებით, ყუმბარმტყორცნებით, ავტომატებითა და თოფებით.
ცეცხლის საფარქვეშ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ მტრის დივერსიული ჯგუფები.
მესაზღვრეებმა რუსებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც მათ უკან დაიხიეს”,_ აცხადებს ჟივიცკი.