,,ეს მოვლენები ვერ იქნება იგნორირებული საქართველოს განაცხადის ფონზე იყოს ევროკავშირის წევრი“ – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი მირიამ ლექსმანი ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას.
,,ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლიანი პატიმრობის მისჯა არის სერიოზული დარტყმა მედიის თავისუფლებაზე, ასევე, საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვის მცდელობების გაგრძელების ნაწილი,“ – წერს ლექსმანი.
შეგახსენებთ, რომ ,,მთვარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას სასამართლომ, ,,რუსთავი 2“ – ის საქმეზე 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ავტორი