რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შავი ზღვიდან ოდესის რაიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. შესაბამისი განცხადება სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გააკეთა, იუწყება Ukrinform.
„მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ოდესის რეგიონზე შავი ზღვიდან. მტერი განაგრძობს ინფრასტრუქტურის განადგურებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობებს, გამთენიისას უტევს რეგიონის დასახლებებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.