მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა გეგმა, რითაც აპირებს რეაგირებას სასურსათო უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისზე.
„სასურსათო ფასების ზრდა დამანგრეველ გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველაზე ღარიბ და დაუცველ ფენებზე“, – თქვა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა.
მან აღნიშნა, რომ ბაზრების ინფორმირებისა და სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა ახლავე გააკეთონ მკაფიო განცხადებები მომავალი წარმოების ზრდის შესახებ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. ქვეყნებმა უნდა მიიღონ ერთობლივი ძალისხმევა ენერგიისა და სასუქის მიწოდების გასაზრდელად, დაეხმარონ ფერმერებს ნარგავებისა და მოსავლიანობის გაზრდაში და ამოიღონ პოლიტიკა, რომელიც ბლოკავს ექსპორტსა და იმპორტს, გადააქვს საკვები ბიოსაწვავზე ან ხელს უწყობს არასაჭირო შენახვას.
საერთო ჯამში, კი მსოფლიო ბანკი 30 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფს სხვდასხვა პროექტების მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება იმპლემენტაციისთვის სასურსათო დაუცველობის მოსაგვარებლად მომდევნო 15 თვის განმავლობაში.