გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაქვში მცხოვრები 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
11 წლის ა.ბ.-ს გარდაცვალების მიზეზი გახდა ლეიკემია. ის მკურნალობის კურსს გადიოდა საფრანგეთში. სამწუხაროდ, მედიკოსებმა ვერ შეძლეს მისი გადარჩენა. “გურია ნიუსს” ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ჩაქვში, გიორგი ქებულაძემ დაუდასტურა.
როგორც “გურია ნიუსს” ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილი მოზარდი უკვე ჩამოსვენებულია.
ავტორი