იტალიურ კაფეში ყავის ფასის გამო აღშფოთებულმა კლიენტმა პოლიციაში დარეკა. ამის შესახებ ინფორმაციას the guardian ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მომხმარებელმა მხოლოდ ყავის დალევის შემდეგ აღმოაჩინა, რომ კაფეში ფინჯანი ესპრესო 2 ევრო ღირს და პოლიცია გამოიძახა.
როგორც ცნობილია, პოლიციამ ყავის ბარი 1 000 ევროთი დააჯარიმა.
კლიენიტის თქმით, ფასები დახლის უკან არ იყო გამოსაჩენ ადგილას წარმოდგენილი და ვერ ივარაუდა, თუ ყავა ასეთი ძვირი ეღირებოდა.
კაფეს, სახელწოდებით Ditta Artigianale, მეპატრონემ, ფრანჩესკო სანაპომ განაცხადა, რომ მისი ბარი პირველია, სადაც მაღალი ხარისხის ყავაა და ესპრესოში 2 ევროს გადახდის გამო სკანდალს არავინ უნდა ტეხდეს.
ცნობისთვის, იტალიაში ესპრესოს საშუალო ფასი ერთი ევროა. გასულ რამდენიმე თვეში ეს ფასები კვებისა და სასმელი ობიექტების 70%-მა მაინც გაზარდა ცუდი მოსავლისა და მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ვარაუდობენ, რომ ესპრესოს საშუალო ფასი უახლოეს მომავალში €1,50 გახდება.