თბილისში, გურამიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქმარმა ცოლი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.
კაცმა ქალს ჭრილობა ყელის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.
პოლიციამ ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა.
შსს-ს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: mtavari.ge