,,უკრაინა იბრძვის სისხლიანი გამარჯვებისთვის, მაგრამ რუსული შემოჭრა დიპლომატიური გზით დასრულდება“, _ თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ერთსაათიან სატელევიზიო ინტერვიუში, მისი პრეზიდენტის პოსტზე მესამე წლის იუბილესთან დაკავშირებით.
“ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ომი შეიძლებოდა დიალოგით დასრულებულიყო. სამწუხაროდ, მეგონა, დიალოგი იყო სათანადო დროით, შესაძლებელი იქნებოდა ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა და ბევრი გადაწყვეტილების მიღება რუსულ მხარესთან ერთად. ნამდვილად ასე ვფიქრობდი. ახლა კი ეს შერეულია. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ის უნდა დავასრულოთ. გამარჯვება ძალიან რთული იქნება, იქნება სისხლიანი, მაგრამ ომი აუცილებლად დიპლომატიურად დასრულდება. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი დავიბრუნოთ, მაგრამ რუსეთს არაფრის დათმობა არ სურს.“ _ თქვა ზელნსკიმ
გადაცემა, ასევე მოიცავდა ინტერვიუს ზელენსკის მეუღლესთან, ოლენა ზელენსკასთან, რომელმაც თქვა, რომ ომს არ შეუცვლია მისი ქმარი.
“ვერ ვიტყვი, რომ შეიცვალა. როგორც სანდო ქმარი და კაცი იყო, ასეც არის”, – უკრაინის პირველმა ლედიმ.
მისი თქმით, ის წუხდა, რომ ვერ ნახულობდა, მას თვეების განმავლობაში.
„ჩვენი ოჯახი, როგორც ყველა უკრაინული ოჯახი, ახლა დანგრეულია. ორთვენახევარია არ გვინახავს ერთმანეთი, მხოლოდ ტელეფონზე ვსაუბრობდით. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის [ამ ინტერვიუს], რადგან დროს ერთად ვატარებთ ახლა“,_ თქვა მან.
ვოლოდიმირ ზელენსკი