პოლონეთის კლიმატის მინისტრმა ანა მოსკვამ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ გადაწყვიტა შეწყვიტოს მთავრობათაშორისი შეთანხმება რუსეთთან იამალის გაზსადენთან დაკავშირებით. – ამის შესახებ SKY NEWS წერს.
Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მოსკვამ თქვა: ”პოლონეთი გმობს 1993 წლის მთავრობათაშორისი გაზის შეთანხმებას იამალთან დაკავშირებით.
რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ დაადასტურა პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილების სიზუსტე, გამხდარიყო სრულიად დამოუკიდებელი რუსული გაზისგან. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ „გაზპრომი“ არ იყო სანდო პარტნიორი“. – აცხადებს პოლონეთის კლიმატის მინისტრი.
გამოცემა წერს, რომ ანა მოსკვას თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტა ბუნებრივი ნაბიჯია გასულ თვეში რუსული მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, რაც კონტრაქტის დარღვევა იყო
,,ეს ნაბიჯი არ იმოქმედებს გაზის ნაკადებზე გერმანიიდან პოლონეთში მილსადენის გავლით, რომელსაც მართავს პოლონური ერთეული“ – თქვა მოსკვამ PAP newswire-თან ინტერვიუში
SKY NEWS აღნიშნავს, რომ გასულ თვეში რუსეთმა შეაჩერა გაზის მიწოდება Yamal-Europe მილსადენით პოლონეთსა და ბულგარეთში.
რუსული გაზის გიგანტმა გაზპრომმა განუცხადა პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანიას, PGNiG, რომ გაზის ნაკადის შეწვეტის შესახებ.
მან ასევე განუცხადა Bulgargaz-ს, ბულგარეთის სახელმწიფო გაზის კომპანიას, რომ ის შეწყვეტს გაზის მიწოდებას.
ორი ქვეყანა დიდად იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, მაგრამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ მოვიდა, რაც ევროპელი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ შეწყვიტონ რუბლში მიწოდების გადახდა, როგორც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი.