ევროკავშირი მალე მიაღწევს რუსეთის ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების შესახებ შეთანხმებას, – ამის შესახებ reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.
“ჩვენ მივაღწევთ გარღვევას რამდენიმე დღეში”, – აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ემბარგოს დაწესებით კრემლი მაშინვე არ შესუსტდება, რადგან ნავთობის მზარდი ფასები რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც.
როგორც რობერტ ჰაბეკი ამბობს, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაზე მსჯელობენ.