ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად, ჭადრების ბაღში, მოწყობილი და გამოფენილია შემეცნებითი კუთხეები, გამოფენილია ისტორიული მასალების მცირე, მაგრამ ის დოკუმენტური ნაწილი, რაც მნახველს შეახსენებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯებს.
ხვალ, 26 მაისს კი, ხალისიანი და სიცოცხლის მოყვარე გურულები, საინტერესო აქტივობებით, კონკურსებით, მუსიკალური ნომრებით თუ საბავშვო წარმოდგენებით, ერთად იზეიმებენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.
ავტორი