საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა სამტრედიაში, ილორის დასახელებაში არსებულ იპოდრომზე. ასპარეზობა გაიმართა ცხენოსნობის ერთ სახეობაში, სადა დოღში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აბაშის, სიღნაღის, ოზურგეთის, ახმეტის, ზუგდიდის და სამტრედიის მხედრებმა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველ დოღში პირველი ადგილი დაიკავა ცხენმა ,,ლორდი”, მხედარი გიორგი ძაგანია, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბოდბე. მეორე ადგილი – ცხენი ,, ისტორია”, მხედარი ჰილალ ნაზიროვი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. მესამე ადგილი – ცხენი ,,გაგრა”, მხედარი საბა თელია, აბაშის მუნიციპალიტეტი. მესამე დოღში- პირველი ადგილი- ცხენი ,, ლედი ალექსანდრა”, მხედარი საბა თელია, აბაშის მუნიციპალიტეტი. მეორე ადგილი- ცხენი ,,რეისი”, მხედარი ჰილალ ნაზიროვი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, პანკისის ხეობა. მესამე ადგილი- ცხენი ,, ზუგდიდი”, მხედარი საბა ეხვაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მეოთხე დოღი- პირველი ადგილი, ცხენი ,,მალოი”, მხედარი ხვიჩა აბელაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტი. მეორე ადგილი- ცხენი ,,კრუტოი”, მხედარი ვარდენ კიკაჩეიშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი. მესამე ადგილი-ცხენი ,,აკეთებდი”, მხედარი გენადი ბოლქვაძე, აბაშის მუნიციპალიტეტი. მეხუთე დოღი- პირველი ადგილი- ცხენი ,, სოხუმი”, მხედარი ჰილალ ნაზიროვი, ყოლაჩოს ცხენსაშენი. მეორე ადგილი- ცხენი ,,კრუტოი”, მხედარი ვარდენ კიკაჩეიშვილი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი. მესამე ადგილი- ცხენი მარენგა, მხედარი ეხოშ ემინოვი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი.
1100, 1800 და 2000 მეტრზე იყო ხუთივე დოღი. დოღის მსვლელობას კურატორობდა საქართველოს ქართული ცხენოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ვადაჭკორია. გამარჯვებულ მხედრებს მერიისგან სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
ავტორი