უხვთოვლიანი ზამთრის შემდეგ ბახმარო-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზაზე საავტმობილო მოძრაობა აღდგა.
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის კურორტზე – ამის შესახებ “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს ბახმაროში, რომან კალანდაძეს ესაუბრა.
მერის წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის ბახმაროში თოვლი აღარ არის. კურორტზე ერთადერთ პრობლემას ზამთრის ტურისტული სეზონის შედეგად დაგროვილი ნაგავი წარმოადგენს, რომლის დასუფთავებაც ორშაბათს იგეგმება.
“ბახმაროში თოვლი აღარ არის. ჯერჯერობით ასვლა მხოლოდ პატარა მსუბუქ ავტომობილებს შეუძლია, დიდი ტევადობის მანქანა ამ ეტაპზე ვერ შემოვა.
ორშაბათს მოხდება ტერიტორიის დასუფთავება ზამთრის ტურისტული სეზონის ნაგავისგან. ეს ერთი პრობლემაა ამ დროისთვის და ორშაბათიდან აღმოიფხვრება”,_ ამბობს კალანდაძე.
ავტორი