რუსეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება არ შეიძლება სანდო იყოს.
როგორც მან აღნიშნა, მოსკოვის შეჩერება მხოლოდ ძალის გამოყენებით არის შესაძლებელი.
“რუსეთთან არანაირი შეთანხმება არ ღირს. რუსეთთან ნებისმიერ მოლაპარაკებას გახვრეტილი მონეტის ფასიც არ აქვს. შეიძლება მოლაპარაკება ქვეყანასთან, რომელიც მუდმივად ცინიკურად და პროპაგანდისტულად იტყუება?
რუსეთის ნებისმიერი დაპირება მხოლოდ სიტყვებით თამაშია. სინამდვილეში, რუსეთმა წამოიწყო კლასიკური დაპყრობითი ომი შუა საუკუნეების სულისკვეთებით: აგრესორმა, გაუნათლებელმა, მაგრამ ფრთოსანი რაკეტებით შეიარაღებულმა, გადაწყვიტა, გაენადგურებინა ბევრად უფრო თანამედროვე და შეიარაღებული ქვეყანა და მისი ხალხი. ეცადა გაენადგურებინა და დაებრუნებინა სიბინძურე. მთვრალი უსახლკაროების ბრბო, სხვის ტერიტორიას და ქონებას ითვისებს”, – დაწერა პოდოლიაკმა telegram-ზე.
ავტორი