ტრაგედია ჯვრის მონასტერთან – ავტოსაგზაო შემთხვევას მცხეთის გზაზე ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით ავტომობილში სულ 6 ადამიანი იმყოფებოდა.
დაღუპულია 50 წლის კაცი. მიკროავტობუსი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, ჯებირს შეეჯახა, ავტომობილი მთლიანად დაიწვა, დაშავებულები, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა, კლინიკებში გადაიყვანა.
გადარჩენილი მგზავრების ნაწილი მცხეთის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი ერთი კი კლინიკა “ვივა მედიში იმყოფება”. დაშავებულების ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათ ოპერაცია უტარდებათ.
“არის პოლიტრამვა, აღენიშნება ტრავმული შოკი. გულმკერდის დაჟეჟილობა, ფილტვის დაჟეჟილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. არის მუცლის ღრუში სისხლდება. პაციენტი 30 წლისაა”,– ამბობს “ვივა მედის” დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე.
წყარო: mtavari.tv