რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ახდენს. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოქალაქეობის მიღება საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე შეეძლებათ.
როგორც ცნობილია, ხელშეკრულება მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და მისი მოქმედების ვადა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაშიც ავტომატურად განახლდება თუ ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე, რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს წერილობით, მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.