ჯანმრთელობის გაუარესების გამო, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის პარლამენტში გადაყვანას განიხილავს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა dailymail წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 35 წლის კატერინა ტიხონოვა შესაძლოა რუსეთის მმართველი პარტიის “ერთიანი რუსეთის” ლიდერი გახდეს. გამოცემა წერს, რომ ინფორმაცია რუსულ Telegram არხზე, სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება.
მედიის ცნობით, არხი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ პუტინი სერიოზულ დაავადებებს, მათ შორის კიბოს, პარკინსონსა და შიზოაფექტურ აშლილობას ებრძვის.
“პუტინის ახლო გარემოცვამ კვლავ დაიწყო საუბარი ერთიანი რუსეთის ხელმძღვანელობაში ელიტებისთვის კონსენსუსის ფიგურის აუცილებლობაზე, რომელიც გააერთიანებდა და უზრუნველყოფდა არსებულ სტატუს კვოსა და ძალაუფლების უწყვეტობას”,- ნათქვამია ტელეგრამ არხზე.
daylymail-ის ინფორმაციით, ამავე ტელეგრამ არხზე ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატერინა ტიხანოვას თანამდებობის საკითხი პარტიაში ახლაც აქტიურად განიხილება და მის კანდიდატურას პარტიის წევრების სრული მხარდაჭერა აქვს.
“ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას კანდიდატურა “ერთიანი რუსეთის” თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე კვლავ აქტიურად განიხილება.
უნდა ვთქვა, რომ გამონაკლისის გარეშე, პუტინის გარემოცვაში ყველა დაინტერესებული პირი ამ იდეას მხარს უჭერს.
იდეა გასული წლის მიწურულს გაჩნდა, მაშინ მას ცალსახა მხარდაჭერა არ ჰქონია. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ომმა, რომელიც სამი თვეა მიმდინარეობს, ამის წინაპირობები შექმნა, გარდა ამისა, ელიტა მოითხოვდა პარტიის მომავლის მკაფიო სურათს პუტინის გარეშე”,- წერია telegram-ზე.
ავტორი