“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, სენაკის საკრებულო “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დატოვა.
ჯერჯერობით, ფაქტს “გურია ნიუსთან” საუბრისას ვერ ადასტურებს ფრაქციის თავმჯდომარე, ლაშა კუჭავა, მაგრამ ამბობს, რომ მასთან დაკავშირება დილიდან ვერ ხერხდება.
“ვერ დაგიდასტურებთ, იმიტომ რომ ამ დილის მერე გატაცებული არის. ვეძებთ და ვერ ვპოულობთ ადამიანს. არც ოჯახში იციან მისი ადგილსამყოფელი. მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ მიმდინარეობს ზეწოლა და მუქარები მაგაზე და არამარტო მაგაზე. მე არაერთხელ ვთქვი სატელევიზიო გამოსვლაშიც. მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ იგივე სიტუაციასთან გვაქვს საქმე. პიროვნება გაუჩინარებულია, არც ნათესავებთან არის. ვეძებთ და ვერ ვპოულობთ”,_ ამბობს კუჭავა.
შეგახსენებთ, სენაკის საკრებულოს 33 წევრი ჰყავს, აქედან 16″ქართული ოცნება”, 13″ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და 4 “პარტია საქართველოსთვის”.