მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფერწერული ტილოები მუზეუმების მფლობელობაშია და ისინი თავდაპირველად შეძენის შემდეგ იშვიათად იყიდება. ეს ტილოები, როგორც წესი, მხატვრულად ფასდაუდებელია. თუ რაიმე მიზეზის გამო ისეთი ფერწერული ტილო, როგორიცაა “მონა ლიზა”, გასაყიდად გამოტანილ იქნა, ის უეჭველად ყველაზე მაღალ ფასში გაიყიდებოდა, ვინემ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი ნახატი.
გინესის რეკორდების წიგნში “მონა ლიზას” უმაღლესი სადაზღვევო ღირებულება აქვს, რომელიც კი მიცემულა რომელიმე ნახატისთვის ხელოვნების ისტორიაში. ის შეფასებულ იქნა 100 მილიონად. 1962 წლის 14 დეკემბერს სანამ მას აშშ-ში საგამოფენო ტურით გაიტანდნენ. ინფლაციის გათვალისწინებით 2004 წელს ეს თანხა 626.821.192,00 დოლარის ექვივალენტური იქნებოდა. ლუვრმა გადაწყვიტა გაყიდვის ნაცვლად თანხა ნახატის დაცვის სისტემაში დაებანდებინა.
აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდულ ტილოთა სია:
- ”NO. 5, 1948“ – ჯ. პოლოკი 140 მილიონი დოლარი.
- “ქალი III“ – უილემ დე კოონინგი 137.5 მილიონი დოლარი.
- “ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი“ – გუსტავ კლიმტი 135 მილიონი დოლარი.
- “ექიმი გაშეს პორტრეტი“ – ვინსენტ ვან გოგი. 82.5 მილიონი დოლარი.
- “წვეულება მულენ-დე-ლა-გალეში, მონმარტრი“ – პიერ-ოგიუსტ რენუარი. 78 მილიონი დოლარი.
- “ბიჭი ჩიბუხით“ – პაბლო პიკასო 104,1 მილიონი დოლარი.
- “ირისები“ – ვინსენტ ვან-გოგი. 49 მილიონი დოლარი.
- “უცოდველთა მკვლელობა“ – პიტერ პოლ რუბერნსი 76.7 მილიონი დოლარი.
- “პიერეტის ღამეები“ – პაბლო პიკასო. 49 მილიონი დოლარი.
- “ავტოპორტრეტი უწვეროდ“ – ვინსენტ ვან-გოგი. 65 მილიონი დოლარი.
ავტორი