ცნობილი ქართველი მეცნიერი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იური სიხარულიძე გარდაიცვალა.
ის 1927 წლის 24 მაისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, გოგოლესუბანში დაიბადა.
სახელოვან მეცნიერს დიდი ღვაწლი მიუძღვის მშობლიური ჩოხატაურის წინაშე, მან არაერთი კვლევა და მონოგრაფია მიუძღვნა მუნიციპალიტეტს, რის გამოც მას საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.