1-ლი ივნისიდან თურქეთში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემსვლელთათვის კორონავირუსის ვაქცინაციის და PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება გაუქმდა,_ ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
საელჩო დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საელჩოსა და თურქეთის ქალაქებში საკონსულოების ნომრებს აქვეყნებს:
ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80;
სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00;
ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26;
იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08.