ჩრდილოეთ კორეამ კვირას რვა მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში, _ განაცხადა სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსმა.
cnn-ის ინფორმაციით, ეს წელს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების მე-17 გაშვებაა. უკანასკნელი, 25 მაისს, სწორედ მაშინ მოხდა, როცა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაასრულა მოგზაურობა აზიაში და ბრუნდებოდა შეერთებულ შტატებში.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ “მტკიცედ გააპროტესტა” ჩრდილოეთ კორეის მრავალჯერადი რაკეტების გაშვება და უთხრა ჟურნალისტებს, რომ ეს არის გაეროს რეზოლუციების აშკარა დარღვევა.
იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ გაშვებას უწოდა “უპრეცედენტო” და დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გასროლილი მინიმუმ ექვსი, მაგრამ შესაძლოა მეტი რაკეტა, სავარაუდოდ, იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას გარეთ მოხვდა.
“უპრეცედენტოა მოკლე დროში სულ მცირე სამი ადგილიდან გაშვების უკიდურესად დიდი რაოდენობა,” – თქვა მან და დასძინა, რომ რაკეტების გაშვება, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, შეუძლებელია.
იაპონიამ ოფიციალურად გააპროტესტა ჩრდილოეთ კორეის ბოლო ქმედებები პეკინთან დიპლომატიური არხებით, _თქვა კიშიმ.
“რაკეტების გაშვების საპასუხოდ, სამხრეთ კორეის არმიამ გააძლიერა მეთვალყურეობა და “მჭიდროდ თანამშრომლობს და სრულ მზადყოფნას ინარჩუნებს შეერთებულ შტატებთან”, – განაცხადეს გაერთიანებული შტაბის უფროსებმა.
გაშვება ასევე მოხდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა დაასრულეს სამდღიანი ერთობლივი წვრთნები იაპონიის ოკინავას წყლებში, დაუდასტურა სამხრეთ კორეის სამხედროებმა CNN-ს.
პრესრელიზში აშშ-ს საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ მან განათავსა თავისი ატომური ავიამზიდი USS Ronald Reagan და Carrier Strike Group 5. სწავლებაში ასევე მონაწილეობდა სამხრეთ კორეის საზღვაო ძალების ROKS Sejong The Great და ამფიბიური თავდასხმის გემი Marado.