,,უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ოთხი რუსული რაკეტა, რომლებიც მიმართული იყო მიკოლაივზე სამხრეთ უკრაინაში,“ – ნათქვამია სამხეთის ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.
„უკრაინის სამხრეთით ზღვიდან რაკეტებით განხორციელებული ღამის თავდასხმის დროს, ორი რაკეტა ჩამოაგდეს ჩვენი დივიზიების ძალებმა ზღვაზე, მიკოლაივის რეგიონთან მიახლოებისას.
გამთენიისას, მიკოლაივის რეგიონი “ისევ დაექვემდებარა მასიური სარაკეტო დარტყმას თვითმფრინავების გამოყენებით” და ორი რაკეტა ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვამ“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ტერიტორიიდან, მიკოლაივის ოლქის შავი ზღვის სანაპიროდან, პორტებსა და მარცვლებს თავს დაესხნენ საჰაერო საკრუიზო რაკეტები.
„ასეთი გაბედული ქმედებები კვლავ ავლენს ტერორისტული ქვეყნის რეალურ ზრახვებს – ჰუმანიტარული დერეფნების ფსევდომოვლას და პორტების განბლოკვას – ეს მხოლოდ საბაბია უკრაინის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე წვდომისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში, წერია, რომ რუსეთი, ასევე ცდილობდა დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები მიკოლაივის ორ რაიონში, მაგრამ “განიცა დიდი დანაკარგები და უკან დაიხია”
ახლომდებარე ხერსონში, სამხედროებმა განაცხადეს, რომ ექვსი დღეა არ იყო მობილური და ინტერნეტი. რუსულმა ჯარებმა, რომლებიც აკონტროლებენ ქალაქს, გახსნეს პარტიის ფილიალი სახელწოდებით “ერთიანი რუსეთი”, სადაც ისინი “აგროვებენ მონაცემებს ქალაქის მაცხოვრებლებისგან”.
სამხედროების განცხადებით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბერისლავის რაიონშიც და მრავალი სახლი, გზა და ხიდი განადგურდა.
ავტორი