ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა რუსი ოლიგარქისთვის, რომან აბრამოვიჩისთვის ამერიკაში წარმოებული ორი კერძო თვითმფრინავის ჩამორთმევის ნებართვა გასცა, ეს გადაწყვეტილება კი მან აშშ-ს ექსპორტისა და სანქციების კანონების დარღვევის გამო მიიღო.
Gulfstream და Boeing 787-8 Dreamliner, მსოფლიოსი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ თვითმფრინავად ითვლება. მათი ღირებულება 400 მილიონ დოლარზე მეტია. FBI-ის ინფორმაციით, ამჟამად ისინი რუსეთსა და დუბაიშია განთავსებული.
აბრამოვიჩს ადმინისტრაციული ბრალდება აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმაც წაუყენა. ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, თუ პასუხისმგებლობა დადგება, მაქსიმალური ჯარიმა შესაძლოა, თვითმფრინავის ღირებულების ტოლფასი იყოს.
აშშ-ს მხრიდან ეს ქმედება არის კრემლთან დაახლოებული რუსების დასჯის მცდელობის ნაწილი და მიმართულია მოსკოვის ეკონომიკაზე ზეწოლისკენ.
ოფიციალური პირების თქმით, ამერიკული წარმოების თვითმფრინავები რუსეთში აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის ლიცენზიის გარეშე დაფრინავდნენ. თვითმფრინავები და თვითმფრინავების ნაწილები ექვემდებარება ექსპორტის წესებს მათი პოტენციური სამხედრო გამოყენებისა და ეროვნული უსაფრთხოების ზემოქმედების გამო.
ავტორი