უმაღლესი რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა საფრანგეთში განაცხადა, რომ თუ უკრაინა ივნისის ბოლოს არ მიიღებს სიგნალს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის შესახებ, პუტინი მიიღებს ამ სიგნალს. აღნიშნული განცხადება სტეფანჩუკმა ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის ეთერში გააკეთა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივნისის ბოლოს, 24 ივნისს მივიღოთ მკაფიო სიგნალი უკრაინელი ხალხისთვის, რომ მათი ბრძოლა უშედეგო არ არის, რომ მსხვერპლს, რომელსაც დღეს უკრაინელები იღებენ თავიანთი ევროპული პერსპექტივის სამსხვერპლოზე, სიცოცხლეს, რომელსაც ისინი სწირავენ ევროპულ ფასეულობებს, უსმენენ ევროპაში. თუ ასეთი სიგნალი არ იქნება, პუტინი მიიღებს ამ სიგნალს. ყველა ევროპული ქვეყნის ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს ეს“, – თქვა სტეფანჩუკმა.
როგორც ცნობილია, ევროკომისიამ უნდა მიიღოს დასკვნა უკრაინის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის საბჭო უკრაინის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სხდომაზე მიიღებს.