„დღეს საერთო დამტენი რეალობად ვაქციეთ ევროპაში!“ _ ამის შესახებ The Verge-ს ინფორმაციით, ევროპარლამენტის მომხსენებელმა ალექს აგიუს სალიბამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საერთო დამტენის წესი ასევე გავრცელდება სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე, მათ შორის ტაბლეტებზე, ციფრულ კამერებზე, ყურსასმენებზე, ხელის ვიდეო თამაშების კონსოლებზე და ელ-მკითხველებზე. ლეპტოპებს მოგვიანებით მოუწევთ წესების დაცვა.
”ევროპელი მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით, რომ მრავალი დამტენი გროვდებოდა ყოველ ახალ მოწყობილობაზე. ახლა მათ შეეძლებათ გამოიყენონ ერთი დამტენი მთელი მათი პორტატული ელექტრონიკისთვის“,_ განაცხადა სალიბამ.
როგორც ცნობილია, კანონმდებლობა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის პარლამენტმა და საბჭომ ამ წლის ბოლოს, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, ფორმალობაა. პრესრელიზში ევროპარლამენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ კანონი ძალაში იქნება „2024 წლის შემოდგომისთვის“. ამ თარიღისთვის ევროკავშირში გაყიდულ ყველა მოწყობილობას მოუწევს USB-C-ის გამოყენება სადენიანი დამუხტვისთვის.