შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში, გურიაში 24506 ვიდეოჯარიმა დაიწერა. ჯარიმის სახით დარიცხულმა თანხამ კი 1 315 730 ლარი შეადგინა.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, დაჯარიმებული პირებიდან 20%-იანი შეღავათით 17088-ამ ისარგებლა. 20%-იანი შეღავათით გადახდილი თანხა 423 973 ლარს შეადგენს.