აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდა. ამ წუთებში ძლიერი წვიმა და სეტყვაა საგურამოში.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა არამდგრადი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში 12 ივნისის ჩათვლით შენარჩუნდება.
“ძლიერი ღრუბლებია კახეთშიც, აგრეთვე მოძრაობს თბილისისკენაც ერთი ძლიერი ღრუბელი და შემოდის ზაჰესის მიმართულებიდანაც. სეტყვას უნდა ველოდოთ თბილისშიც, არ არის გამორიცხული”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი